weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონოდ მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს

14:46 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1-ლი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს.

186 შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ ფიზიკური პირი მოიპოვებდა, 9 შემთხვევაში კი იურიდიული. 

„2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 243 450 ლარი დაეკისრათ. იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა“, – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. 

მათივე ინფორმაციით, ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღი, მოპოვების ადგილის მიხედვით, გარემოში დააბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]