weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შიდა ქართლში უკანონო სახერხი დანადგარები ამოიღეს

10:37 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარების ფუნქციონირებისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომლეს მიმდებარედ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის უძრავი ნაწილის - ლიანდაგის დემონტაჟი განახორციელეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და  ფიჭვის სახეობის 6 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში კი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული იყო 32 ერთეული უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის სამასალე მორი. ასევე ფიჭვის სახეობის 26 ერთეული დაუფირნიშებელი სამასალე მორი კი ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული ტრანსპორტირების მიზნით.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევების გამო, რაც, ჯამში, 5000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]