weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოვლინდა

11:32 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამინისტროს განცხადებით, ერთ თვეში უკანონოდ მოპოვებული 2430 მ3-მდე ხე-ტყე ამოიღეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 75 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლში; კახეთში - 70 ფაქტი დაფიქსირდა, შიდა ქართლში - 61, სამცხე-ჯავახეთში - 59, იმერეთში - 58, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 42, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 20, აჭარაში - 19, გურიაში კი 8 ფაქტი.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]