„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა მითითებულ ადგილზე დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება მიზანშეწონილი არ იყო“, - განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს და მას შემდეგ, რაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში დათვის ბელები დაახლოებით ორი კვირის წინაც იპოვეს და თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.