weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პლანეტა თუ პლასტმასა: რა საფრთხეს უქმნის პლასტმასის ნაგავი დედამიწას

14:35 პარასკევი, 01 ივნისი 2018

„პლანეტა თუ პლასტმასა?“ - ასე დაასათაურა ჟურნალმა National Geographic ივნისის ნომრის მთავარი სტატია, რომელიც პლასტმასით დანაგვიანებულ დედამიწასა და დამღუპველ საფრთხეს ეხება.

ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის ნაწარმი ადამიანის თითქმის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, პლასტმასის ნარჩენები კი ჩვენი პლანეტის ხმელეთსა თუ ოკეანეებში უამრავ ცხოველს კლავს.

დღეს ადამიანებს სულ რაღაც 9.2 მილიარდი ტონა პლასტმასა გვაქვს. აქედან 6.9 მილიარდ ტონაზე მეტი დღეს უკვე ნაგავს წარმოადგენს. ამ ნაგვის შთამბეჭდავი რაოდენობა - 6.3 მილიარდი ტონა კი სანაგვე კონტეინერში არც კი არ მოხვედრილა, უფრომ მეტიც - არავინ იცის, რა ოდენობის გადაუმუშავებელი პლასტმასა ხვდება ოკეანეებში ანუ დედამიწის მთავარ სანაგვეში.

ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები ყოველ წელს მილიონობით ზღვის არსებას კლავს. როგორც დაადგინეს, პლასტიკის ნაგავს 700 სახეობაზე, მათ შორის გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზეც აქვს გავლენა. ცხოველები, იქნებიან ესენი ზოოპლანქტონები, ფრინველები თუ ვეშაპები, მას ჭამენ, იხლართებიან მასში და იღუპებიან.

საფრთხე ცხოველებზე ცნობილია, მაგრამ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ჩვენთვის?  მკვლევარები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან პლასტმასის უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ზღვისა და მტკნარი წყლის სახეობებში სწორედ ნაგვიდან საკვების სახით აღმოჩნდნენ. მეცნიერებმა მიკროპლასტიკური ნაწილაკები აღმოაჩინეს წყლის იმ ცხოველთა 114 სახეობაში, რომელთა უმეტესობითაც ჩვენ ვიკვებებით, ამიტომაც თავად განსაჯეთ, თუ რა შედეგი მოაქვს პლასტმასით პლანეტის დაბინძურებას.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]