weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კავკასიის ბუნების ფონდი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

10:39 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიის ბუნების ფონდი“ დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„კავკასიის ბუნების ფონდი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც. მინდა მივულოცო 10 წლისთავი, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„10 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ პირველი პარკის მხარდაჭერა საქართველოში, ეს იყო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი. 2008 წლის ომის შემდგომ მათთვის ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და ავტომობილები შევიძინეთ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა – ჩვენ გავზარდეთ ჩვენი დახმარება და უკვე 10 ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან დაცულ ტერიტორიას ვეხმარებით საქართველოში“, - განაცხადა კავკასიის ბუნების ფონდის საბჭოს თავმჯდომარემ დევიდ მორისონმა.

კავკასიის ბუნების ფონდი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა. იგი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]