weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამბროლაურის სოფელ მუხლში მეწყერი ჩამოწვა

15:32 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

ძლიერი წვიმის შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლში მეწყერი ჩამოწვა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ განუცხადა, მეწყერმა სოფლის ტერიტორიის დაახლოებით 10 ჰექტარი მოიცვა. მისივე თქმით, მწყობრიდან გამოვიდა შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და წყალმომარაგების ქსელი.

„მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა მასშტაბური მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყრის შედეგად სოფელ მუხლის ერთი უბანი მთლიანად მოწყდა. ამ უბანში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. 50 წლამდე მამაკაცი გუშინ გამოვიყვანეთ, მაგრამ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, დღეს ისევ სახლში დაბრუნდა. ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოს შესრულება შეუძლებელია“,- უთხრა „რეგინფოს“ შალვა კერესელიძემ.

მისივე თქმით, მეწყერის განმეორებითი ჩამოწოლის პრევენციის მიზნით, დამეწყრილ უბანში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები კვლევებს ატარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]