დეპარტამენტის ინფორმაციით, ბადეებთან ერთად ამოღებული თევზი ტბაში, ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თევზჭერა აკრძალულია ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით; ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით; ცეცხლსასროლი იარაღებით; დევნისა და ფრთხობის ხერხებით; შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით; წყალსატევების ხერგვითა და შრეტით; მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.