weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ატლანტის ოკეანე ზომაში საგანგაშოდ იზრდება

12:06 პარასკევი, 29 ივნისი 2018

გლობალური ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონების შემსწავლელ მეცნიერთა განცხადებით, მალე ატლანტის ოკეანეს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში დამატებითი „კიდური“ გაუჩნდება, რადგან ბარენცის ზღვისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილები, ასევე სვალბარდის არქიპელაგის აღმოსავლეთი ნაწილი უკიდურესად სწრაფად თბება.

2000 წლიდან დღემდე ტემპერატურამ იქ 1.5°C-ით მოიმატა და დედამიწის ყველაზე სწრაფად თბობად რეგიონად იქცა. მეცნიერები ამ ადგილს „არქტიკის ცხელ წერტილსაც“ უწოდებენ.

ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სიგრიდ ლინდმა და მისმა კოლეგებმა ზაფხულში აღებულ ტემპერატურულ და მარილიანობის ნიმუშებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ დათბობას თან ახლავს ხასიათის სრული ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ამ რეგიონში ატლანტის ოკეანე იჭრება და მას ძალიან განსხვავებულ ერთეულად გარდაქმნის. ლინდი და მისი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ გაყოფა ატლანტიკასა და არქტიკას შორის მხოლოდ გეოგრაფიული როდია - ის ბუნებით უფრო ფიზიკურია.

მტკნარი წყალი მარილიანზე უფრო ნაკლებად მკვრივია, რაც ხელს უწყობდა წყლის შრეებად დაყოფას, მაგრამ სიტუაცია იცვლება. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, არქტიკის ზედა განედებიდან ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სულ უფრო ნაკლები ზღვის ყინული შეედინება. ყინულის ნაკლებობის შედეგად, ბოლო დროს ამ რეგიონში სრულიად გაიხსნა ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი, რომელიც ტრადიციულად ყინულით იყო დაფარული. ყინულის ოდენობის შემცირებასთან ერთად, ოკეანის ზედაპირი მისი დნობისგან უფრო ნაკლებ მტკნარ წყალს იღებს. ღრმა ატლანტიკური წყლები ერევა სულ უფრო და უფრო ზედა ფენებს და ზღვას არა მხოლოდ ათბობს, არამედ უფრო მარილიანსაც ხდის. ამის შედეგად არქტიკის ზედაპირის წყლები, რომელთა ტემპერატურაც ნული გრადუსი იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა.

ამ ცვლილების შედეგად ბარენცის ზღვის ძალიან პროდუქტიულმა მეთევზეობამ შეიძლება უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლოს. ზოგადი ზიანი მიადგება არქტიკის ზღვის ეკოსისტემას. გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება ამინდსაც, რაც ალბათ უკვე ხდება კიდეც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]