საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებისთვის სამუშაოები ხვალ დილიდან განახლება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა, თუმცა რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებს ვერ უახლოვდებიან. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას სპეციალური აღჭურვილობით ცდილობენ.
ბოლო ინფორმაციით, ლენტეხში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი დაიწვა. ცეცხლი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გააჩინა.