weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1-ლი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა

12:58 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.

1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ფიზიკური პირებისთვის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის  სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი გამოვლინდა, მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების)  ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]