weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დედოფლისწყაროს რაიონში ქარსაცავი დაიწვა

13:41 სამშაბათი, 31 ივლისი 2018

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 მეტრზე ქარსაცავი ზოლი და 2500 ჰექტარზე ნახორბლარი დაიწვა. ხანძარის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში, შირაქში ხანძრის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„გუშინ ქარსაცავი ზოლი დაიწვა, რომელიც 90-იან წლებში გაჩეხეს და თვითგანახლების პროცესში იყო. ახალი ამონაყარი ჰქონდა. ამ ერთი ხანძრის ჩაქრობა ტრაქტორებისა და სახანძრო მანქანების საშუალებით შევძელით, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ხანძრებიც გვქონდა. ხანძრის გაჩენას მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. 60 ათას ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწაა დედოფლისწყაროში და ფერმერებისგან ყოველდღიურად ვიღებთ შეტყობინებას ხანძრის შესახებ. დიდი ფართობებია დამწვარი“, - უთხრა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა „რეგინგოს“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუშინ დედოფლისწყაროში ცეცხლი დაახლოებით 2500 ჰექტარზე გავრცელდა, დაიწვა ნახორბლარი ტერიტორია.

ხანძარი ხშირად ფერმერების დაუდევრობით ვრცელდება. მოსავლის აღების შემდეგ ფერმერები ნარჩენებს ცეცხლს უკიდებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]