weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

დაკავებულია ტყის მცველი, რომლის ტერიტორიაზეც 3026 ხე უკანონოდ მოიჭრა

12:39 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ტყის მცველი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, დაკავებულის სამოქმედო ტერიტორიაზე 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი ხე გამოავლინეს. უკანონო ჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 287 200 ლარად შეფასდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად, იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა.

„მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბ.მ - 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით, გამოძიება გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]