დეპარტამენტის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
უკანონო თევზჭერის ფაქტთან დაკავშირებით ორი მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოქმები შედგა. სამართალდარღვევისთვის 3000 ლარის ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.