weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ვეგანი პატიმრის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

15:09 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022
თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო

გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ის ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.

სასამართლოში ყოფილი პატიმრის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელემ 2019 წელს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში მოხვედრისთანავე, ადმინისტრაციას აცნობა, რომ ვეგანი იყო - მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით იკვებებოდა და სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა მოითხოვა.

„სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც იგი ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს - ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს“, – აცხადებს საია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეებს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

საიას განმარტებით, ეს საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობის ნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია“, – აცხადებს საია.

მოპასუხეებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]