weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ის ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში 2022 წლის პრაიდ კვირეულის…

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) სარჩელი განსახილველად მიიღო.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით,…

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო (ბაჩანა) ახალაიას საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ განსახილველად მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლში (ააიპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“) არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები არასათანადო, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 21…

საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტყელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა.

სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ხუთმა მოქმედმა მოსამართლემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]