weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

11:59 ორშაბათი, 30 მაისი 2022

პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ქალაქ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მან საკრებულოს დღეს მიმართა.

ბათუმის საკრებულოში 6-თვიანი კრიზისის შემდეგ დღეს პირველ სხდომა იმართება. დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხდომას არ ესწრება, რადგან, მათი თქმით, სხდომა მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებას ეხება.

„მიუხედავად ნუგზარ ფუტკარაძის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გარდაცვალებისა, „ქართულ ოცნებას“ კანონში ცვლილებები დასჭირდა იმისთვის, რომ თავის სასურველ შედეგისთვის მიეღწია, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ.

გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა“, – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

პარლამენტმა 25 მაისს, 95 ხმით, 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება იწყება საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგები შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს მიერ ახლად არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა აღარ არის საჭირო.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 16 მანდატი მოიპოვა, ხოლო 19 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ. აქედან, 15 მანდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 3 პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, 1 კი „ლელომ“. მოგვიანებით, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ გახარიას პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ ფუტკარაძე კი საკრებულოს პირველ სხდომამდე გარდაიცვალა. 2 აპრილს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა.

ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს ხდომა ვერ ტარდებოდა, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო კვორუმი ვერ დგებოდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მისვლა აუცილებელი აღარ არის.

ამრიგად, ახლა „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში 17 წევრი ჰყავს, ოპოზიციასაც 17, ხოლო ერთი წევრს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს.

ირაკლი კუპრაძე საკრებულოს წევრი პროპორციული წესით გახდა. შესაბამისად, ის პარტიული სიის მომდევნო წევრმა უნდა შეცვალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]