weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას პარტიიდან ბათუმის საკრებულოში არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა

11:46 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. თავდგირიძის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ლელოსთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს, მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი.

„ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა“, – წერს ირაკლი თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მიიღო, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ასევე 16 მანდატი აქვთ, გიორგი გახარიას პარტიას კი 3 მანდატი ჰქონდა მოპოვებული. 

ირაკლი თავდგირიძე პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციულ სიაში მესამე იყო.

 

ამ თემაზე:

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია საკრებულოს წევრის პარტიიდან წასვლაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]