weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

13:26 ორშაბათი, 30 მაისი 2022

ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც საკრებულოს 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუერთდა. ჯინჭარაძის პირველი მოადგილედ ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

„ჩვენი მთავარი მოვალეობაა ის ცვლილებები, რაც ეხება საკრებულოს: საკანონმდებლო ცვლილებები, ცვლილებები ბიუჯეტთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილებები, რაც ქალაქ ბათუმის მერიას სჭირდება. მე და ჩვენი ყველა წევრი მზად ვართ, ვემსახუროთ ქალაქს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჯინჭარაძემ, რომელსაც მხარი „ქართული ოცნების“ 17-მა წევრმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ დაუჭირეს.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ. ისინი არ ეთანხმებიან იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლომა მისცა, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება სხდომაზე ოპოზიციის მისვლის გარეშე ეცნო.  

„ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა მხარი და ეს გადაწყვეტილება ჩვენთან შეუთანხმებლად მიიღეს“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლაშა კილაბერიამ.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 წევრი ჰყავს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 14, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ – 1. დარჩენილი 1 მანდატი კი დამოუკიდებელ დეპუტატს ეკუთვნის.

 

ამ თემაზე:

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]