weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეო მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გახსნა, როცა ბრიუსელში ხვეწნით უნდა ევლო – ხიდაშელი

11:53 პარასკევი, 17 ივნისი 2022

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ მომენტში არაფერს აკეთებს.

„ეს დასკვნა პროცედურულია. რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება და არაფერი ხდება საქართველოში სამწუხაროდ ისეთი, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც მუდმივად ისმის უკვე ევროპული სტრუქტურებიდან. საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში.

როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ჩვენს ხელისუფლებას ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გაგვიხსნა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადები სამი თვის წინ წარადგინეს, რის შემდეგაც ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსეს. ევროკომისია ამზადებს საკუთარ დასკვნას – უნდა მიენიჭოთ თუ არა ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის მოსაზრება დღეს გახდება ცნობილი. მანამდე, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რაც უკრაინისა და მოლდოვისთვის პირობებით კანდიდატის სტატუსისს მინიჭებას ითვალისწინებს, ხოლო საქართველოსთვის პირობების მიცემას და შანს, რომ სტატუსს მათი შესრულების შემდეგ მიიღებს.

სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ კონსენსუსის საფუძველზე, 23-24 ივნისს უნდა მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]