weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკარდ იოზვიაკი: ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა

10:30 პარასკევი, 17 ივნისი 2022
რიკარდ იოზვიაკი რიკარდ იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს წევრების განაცხადეთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იოზვიაკმა, რომელიც წლებია ევროკავშირის საკითხებზე მუშაობს, Twitter-ზე დაწერა.

„ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა: კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის ახლა , რასაც მოჰყვება პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირობები საქართველოსთვის ახლა და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შემდეგ. ეს განიხილება მომავალ კვირაში ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადები სამი თვის წინ წარადგინეს, რის შემდეგაც ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსეს. ევროკომისია ამზადებს საკუთარ დასკვნას – უნდა მიენიჭოთ თუ არა ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის მოსაზრება ამ საკითხზე დღეს გახდება ცნობილი.

სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ კონსენსუსის საფუძველზე, 23-24 ივნისს უნდა მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]