weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს უსამართლობის განცდა ემუქრება ყველას - მაკა ჩიჩუა

18:54 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„მე დუშეთიდან ჩამოვედი, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. მე ვხედავ, რომ ადამიანი რომელსაც შვილი მოუკლეს ასე ტრაგიკულად, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვა. მას აქვს ეჭვები, რაზედაც ჩემი აზრით ძალიან უცნაური და ცინიკური პასუხებია“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე.

„მე არ ვარ ამ საქმისპროფესიონალი, არ ვარ პროკურორი, მაგრამ ვხედავ, რომ ეს უსამართლობის განცდა ემუქრება ყველას, ყველა ჩვენგანს. ეს ამბავი უნდა გაირკვეს ბოლომდე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს მშვიდად, წყნარად და უშფოთველად“, - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი ბავშვის მკვლელების დაკავების და დასჯის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 თვიანი განხილვის შემდეგ, ამ საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა.  

ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე და „პროკურატურამ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა“.

სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ საპროტესტო აქცია დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ.

ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას და საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ამასთან გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები და ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]