მეცნიერთა დასკვნით, ფრინველი, რომლის დასახელებაში მისივე მონათესავე სახეობის მსგავსად დმანისი ფიგურირებს, ევროპაში სახლობდა და სავარაუდოდ, აფრიკიდან იყო მოსული.
გიგანტურ ფრინველს გვიან პლიოცენსა და ადრეულ პლეისტოცენის ეპოქაში უნდა ეცხოვრა.
ფრინველთა ამ კლასის უდიდესი წარმომადგენელი იყო სახეობა Vorombe titan, რომელიც კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობდა, მაგრამ დაახლოებით ათასი წლის წინ გადაშენდა. ის დაახლოებით 860 კილოგრამს იწონიდა.