რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის სახლთან ნაპოვნი შველის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდა. ამის შესახებ მან ასევე შეატყობინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტს.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ბუნებაში გაუშვებენ“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.