weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

პუტინმა დაამტკიცა კონცეფცია, სადაც საქართველოში რუსულენოვანთა დაცვაა ნახსენები

13:26 სამშაბათი, 06 სექტემბერი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის პრიორიტეტი იქნება დსთ-ს ქვეყნებთან და ასევე, საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ურთიერთქმედებისას გათვალისნიწებული იქნება, რამდენად არის დაცული ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები.

„პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის სფეროში პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან: დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან, ასევე მოლდოვასთან და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები“, – ნათქვამია კონცეფციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების მიზნით, აქტიურად იქნება გამოყენებული „მრავალრიცხოვანი რუსული დიასპორის პოტენციალი“ საზღვარგარეთ რუსული კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ასევე, „რუსეთის ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების შესახებ ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა. ეს აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ მოხდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]