საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერია მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. ამ დრომდე სიის მხოლოდ პირველი ოცეული იყო…
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ „ევროპულმა საქართველომ“ აქცია გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გადადგომა მოითხოვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ამირან გიორგაძის განცხადებით, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია და სიცრუეა, რომ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემა.
ოკუპირებულ გალის რაიონში, 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, მასთან შეხვედრისას გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც განიხილეს. ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს მყარი…
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა პროკურატურაში გამოძიების დაწყება აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მარნეულში მოხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებელია, შინაგან საქმთა სამინისტრომ დროული და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება და მთავრობას ამ პროფესიის წარმომადგენლების დაცვისკენ, ასევე უკვე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11