weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებას, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა პოლიტიკური შეკვეთაა და არჩევნებს უკავშირდება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოეხმაურა და…

„ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე და ქვეყანაზე, ადამიანი, ძალიან მაგარი ეკიპაჟით“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ კასპის…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ის საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.

რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% საპარლამენტო არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.

ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცგარ პუთულიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პუთულიანმა კანდიდატურა წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა.

პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ჭუნიაშვილი წარადგინა, ხოლო მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში კენჭს ვახტანგ მარტოლეკი იყრის.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს აღარ იყრის. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ამომრჩეველი უბანზე ხმის მიცემას შეძლებს იმ შემთხვევაშიც, თუ მას სიცხე დაუფიქსირდება.

პარტია „ევროპული საქართველო“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიიდან“ იყრის კენჭს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]