The Mirror-ის მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები მზად არიან, არადამაჯერებელი მატჩების სერიის შემდეგ ნიკო კოვაჩი პოსტიდან გაათავისუფლონ და ახალი მწვრთნელი მიიწვიონ. ცნობისთვის, „ბაიერნს“ ზედიზედ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილშიც საკმაოდ დაქვეითდა.
ზინედინ ზიდანი, რომელსაც ამჟამად სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აქვს აღებული, სწორედ „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად განიხილება, თუმცა მის სახელს ასევე უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომლის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსაც გუნდის არასტაბილური თამაშის გამო აკრიტიკებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად მადრიდის „რეალშიც“ მძიმე მდგომარეობაა - ხულენ ლოპეტეგის ხელში „სამეფო კლუბი“ ანტირეკორდებს ამყარებს და ბოლო ოთხი მატჩია გოლის გატანასაც ვერ ახერხებს.