ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმროში ავტობუსებით მიდიოდნენ. ორი ავტობუსის მძღოლიდან ერთ-ერთმა საჭეზე კონტროლი დაკარგა.
დაშავებული ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავში ჩამსხვრეული შუშის ნაწილი მოხვდა და სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ჩამოვიდა. მატჩი ხვალ, 13 ივნისს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაშის ყველა ბილეთი გაყიდულია. მანამდე, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად 5:2 დაამარცხა.