weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანტონიო კონტემ შესაძლოა „რეალი“ ჩაიბაროს

12:45 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

„იუვენტუსის“, იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე სამწვრთნელო კარიერის განახლებას 2019 წელს აპირებს, სავარაუდო კლუბად კი მადრიდის „რეალი“ განიხილება, რომლის ამჟამინდელი თავკაცი ხულენ ლოპეტეგი გაშვების საფრთხის წინაშე დგას.

იტალიელი მწვრთნელი ლონდონის „ჩელსიდან“ ორწლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს, იგი თანამემამულე მაურიციო სარიმ ჩაანაცვლა. როგორც გაირკვა, „რეალის“ ხელმძღვანელობას კონტეს გუნდში მოყვანა ზაფხულშივე სურდათ, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

კონტეს ხელფასი „ჩელსიში“ $12 მილიონს შეადგენდა, ამიტომ მადრიდის „სამეფო გუნდს“ 49 წლის სპეციალისტის დასათანახმებლად დიდი კონტრაქტის გამზადება მოუწევს.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს სამწვრთნელო ტიტულებს, „იუვენტუსში“ სამწლიანი მოღვაწეობისას სამჯერ მოიგო სერია A და ორჯერ იტალიის სუპრ თასი, „ჩელსი“ კი ინგლისის ჩემპიონი გახადა და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]