weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ტიერი ანრი „მონაკოს“ გაწვრთნის

11:28 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება. ანრიმ ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დატოვა, რის შემდეგაც მონაკოში სამწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავა.

საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილი 9 ტურის შემდეგ მონეგასკური კლუბის აქტივში მხოლოდ 1 მოგებაა და 6 ქულით გასავარდნ ზონაშია, ამიტომაც ორი დღის წინ „მონაკომ“ 4-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ლეონარდო ჟარდიმი გაათავისუფლა.

პორტუგალიელი მწვრთნელი „მონაკოში“ 2014 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე (2014-2015 წლების სეზონში) და ნახევარფინალამდე მიაღწია, ორჯერ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალშიც მოხვდა და რაც მთავარია, 2016-17 წლების სეზონში ჟარდიმმა „მონაკოს“ საჩემპიონო ტიტული მოუტანა.

როგორც ფრანგული პრესტიჟული გამოცემა L’Equipe წერს, „მონაკოში“ ტიერი ანრის ასისტენტი „რენის“ დუბლების ამჟამინდელი მწვრთნელი ჟულიან სტეფანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრიმ ფეხბურთელის კარიერა სწორედ „მონაკოში“ დაიწყო, სადაც 1994-1999 წლებში ასპარეზობდა და 141 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]