weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17 წლის გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა

19:08 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17 წლის გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ჩემპიონი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ჩხიკვაძემ არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა: პირველ წრეში ქულებით აჯობა ძლიერ სომეხ მეტოქეს, საჰაკ ივანესიანს, მეორეში წმინდად მოუგო ალჟირელ აჰმედ მერიხის, ფინალში კი ვადაზე ადრე დაამარცხა ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი.

ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველ მოჭდავეს - გიორგი თოხაძეს (51 კგ), რომელმაც ორი მეტოქის დამარცხებას ორიოდ წუთი მოანდომა და ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკის შეხვდა. პირველ პერიოდში თოხაძე 7:0 იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ეს დრამატული ბრძოლა 7:11 დათმო. თოხაძემ ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მიიღო.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას ოლიმპიადის სტარტიდან ექვსი დღის შემდეგ აქტივში 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

„ეს ძალიან კარგი შედეგია და აღემატება წინა ორ ოლიმპიადაზე აღებული მედლების ჯამს. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]