weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე: პსჟ-ცრვენა ზვეზდა შესაძლოა ჩაწყობილი მატჩი იყო

10:27 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

საფრანგეთში გამოძიება დაიწყეს იმის თაობაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შორის, შესაძლოა, გარიგებული იყო.

როგორც პრესტიჟული გამოცემა L'Equipe იუწყება, გამოძიება დაწყებულია UEFA-ს მხრიდან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ - ფრანგები ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იყვნენ ინფორმირებული. „ცრვენა ზვეზდას“  ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ეჭვმიტანილია 5 მილიონი ევროს ოდენობით ფსონის გაკეთებაში, რომ სერბული საფეხბურთო კლუბი შეხვედრას ხუთბურთიანი სხვაობით წააგებდა.

როგორც იცით, მატჩი პარიზულმა გუნდმა 6:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ონლაინ-ფსონების სტრუქტურის მაკონტროლებელი ორგანოს განცხადებით, პსჟ-ცრვენა ზვეზდას მატჩზე საეჭვო ფსონები არ შეინიშნებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]