ქართველმა მოჭადრაკეებმა მორიგი შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან – რუსულ „უგრასთან” გამართეს და 2.5:1.5 იმარჯვეს. გადამწყვეტი ლელა ჯავახიშვილისა (2475) და ოლგა გირიას (2479) პარტია გამოდგა, რომელიც ქართველმა თეთრი ფიგურებით მოიგო. ეს 2 ქულის ასაღებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რადგანაც ნანა ძაგნიძე (2509) ანა უშენინას (2451) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილი (2482) – ნატალია პოგონინას (2485), ხოლო ბელა ხოტენაშვილი (2469) – მარინა ნეჩაევას (2409).
„ნონამ“ 6 ქულა მოაგროვა და პირველ-მეორე ადგილებს ასევე ქულათა მაქსიმუმის მქონე „მონტე-კარლოსთან” იყოფს.
დღეს, მე-4 ტურში, „ნონა” ფრანგულ „მულჰაუზ ფილიდორს” გაეჯიბრება, რომელიც 3 ქულით მე-7 საფეხურზე იმყოფება.