weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რა თანხის გამომუშავება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე

10:40 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

როგორც იცით, საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის D დივიზიონში გამოდის და პრაქტიკულად გაინაღდა თავის ქვეჯგუფში პირველი ადგილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მართლაც ასე მოხდა, გუნდი 750 000 ევროს მიიღებს, ხოლო თუ ამის შემდეგ მთლიან დივიზიონს მოიგებს და ავტომატურად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ერთა ლიგაზე თითოეული დივიზიონის პლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდები ხვდებიან, ამრიგად, „ჯვაროსნებს“ ქვეჯგუფში გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური და ფინალური პლეი-ოფი ელის D დივიზიონისავე წარმომადგენელ ორ გუნდთან.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განვლილი 3 ტურის შემდეგ ჯგუფს სამი გამარჯვებითა და 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, დანარჩენ გუნდები - ყაზახეთი, ლატვია და ანდორა კი მოგების გარეშე არიან და ორ-ორი ქულა აქვთ.

დღეს ეროვნული ნაკრები ლატვიასთნ სტუმრად ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ქვეჯგუფში პირველ ადგილს ოფიციალურად გაინაღდებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]