weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი აშენდება

11:23 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

ყვარელში, აღმაშენებლის ქუჩაზე, UEFA-ს მეორე კატეგორიის, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 178 000 ლარია გათვალისწინებული.

ასაშენებელი ობიექტი მდებარეობს ყვარელში, აღმაშენებლის ქუჩიდან ყვარლის ტბისკენ მიმავალ გზაზე გამოყოფილ ტერიტორიაზე, 1984-1985 წლებში დაწყებული და შეჩერებული სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილას. მისი ფართი 75 020 კვ.მ-ს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ასაშენებელია UEFA-ს მეორე კატეგორიის დონის სტადიონი ბუნებრივსაფარიანი მინდვრით (სიგრძე 100-105 მ, სიგანე 64-68 მ) სარბენი ბილიკებით; 2000-კაციანი გადახურული ტრიბუნით; გასახდელებით, მედია და ყველა საჭირო სათავსოთი.

ამ ტიპის სტადიონზე ნებადართულია ჩატარდეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩები, ევროპა ლიგის პლეი-ოფისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე ეტაპის მატჩები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური და ყველა ახალგაზრდული ნაკრებების (17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების) ოფიციალური და ამხანაგური მატჩები, ასევე, შესაძლებელია საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 ოქტომბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, თუ რა დაჯდება სტადიონის მშენებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]