weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფეხბურთელ შოთა მამინაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავიდან დაიწყო

13:42 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის, შოთა მამინაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება თავიდან დაიწყო. „ტვ 25“-თან საუბრისას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, ლოლიტა იაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მოედანზე გასვლამდე სავალდებულო სამედიცინო შემოწმება გავლილი არ ჰქონდა და შესაბამის საბუთზე მისი ხელმოწერა გააყალბეს.

შოთა მამინაშვილმა 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, მცხეთის საფეხბურთო მოედანზე, „ვიტ-ჯორჯიას“ და „ზუგდიდის“ მატჩის დაწყებამდე გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ექსპერტიზის შედეგად ფეხბურთელის მხრიდან ალკოჰოლის, წამლის ან სხვა საშუალებების მოხმარება გამოირიცხა. 31 წლის ფეხბურთელი ინფარქტით გარდაიცვალა.

„ჩემი შვილი ნახევარი საათის განმავლობაში ითხოვდა შველას და ვერავინ შეძლო დახმარება გამოუცდელობის, გულცივობის, არაკვალიფიციურობის გამო. საერთოდ ჰყავდა ამ გუნდს ექიმი? ბუნებრივი სიკვდილი დაფიქსირდა და საქმე დახურეს. დღეში გუნდიდან შეიძლება მაქსიმუმ 4-5 სპორტსმენი გაისინჯოს ფეხის ფრჩხილიდან თმის ძირამდე. უნდა ისინჯებოდეს ფილტვი, ღვიძლი, თირკმელი, გული; უნდა მოწმდებოდეს პულსაცია - ამას პროფესიონალი მწვრთნელიც კი ამჩნევს. ვიცი, რომ გავიმარჯვებ.

საქართველოში UEFA-ს წესდებები არ მუშაობს. ჩემი შვილი დაიღუპა სამუშაო ადგილზე, სამუშაოს შესრულების დროს“, – განაცხადა შოთა მამინაშვილის დედამ.

ლოლიტა იაშვილის თქმით, მისი პრინციპული მიდგომისა და საქმის გადაკვალიფიცირების შედეგად შოთა მამინაშვილის მამა, „ბათუმის დინამოს“ მეკარეების მწვრთნელი იური მამინაშვილი რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შოთა მამინაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს.

შოთა მამინაშვილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ 2017 წელს ჩაირიცხა. იქამდე ის ბათუმის „დინამოს“, ხელვაჩაურის „მაჭახელასა“ და ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]