შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელმა სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ ფლოიდ მეივეზერს მისწერა, რომ ჯუნგლებს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავს და როდესაც ორივე დაუმარცხებელია, ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ.
41 წლის ამერიკელმა მოკრივემ „ტვიტერზე“ ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „CBS, Showtime და MGM Grand, შეამოწმეთ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამომიწვია.“
აღსანიშნავია, რომ მეივეზერს UFC-ის მებრძოლთან რინგზე ბრძოლაში უკვე აქვს გამოცდილება - გასულ წელს მან ნურმაგომედოვისგან ახლახანს ძლეული კონორ მაკგრეგორი დაამარცხა.
ნურმაგომედოვი, რომელმაც კონორ მაკგრეგორს მატჩ-რევანშზე უარი უთხრა, მეივეზერს პირობას უყენებს, რომ სავარაუდო შეხვედრაში მას ლას ვეგასში ორთაბრძოლა არ სურს, რადგან ასეთ შემთხვევაში ფულს ვერ მიიღებს.