weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ალაზანმა“ კონკურენტ „დიდუბესთან“ ქულები გაიყო

21:13 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ გუნდს, თბილისის „დიდუბეს“ უმასპინძლა და შეხვედრა ნულოვანი ყაიმით დაასრულა.

მატჩი უშეღავათო ბრძოლით დაიწყო და ორივე გუნდი შეეცადა მოედანზე კონტროლის დამყარებას. მასპინძელი „ალაზანი“ უფრო მეტს უტევდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

მეორე ტაიმში „ალაზანმა“ შედარებით მოუმატა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა კვლავ ვერ მოახერხეს მწყობრად მოთამაშე სტუმრების გატეხვა. შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა, გუნდებმა ქულები გაიყვეს და სხვაობაც ამ ორ გუნდს შორის კვლავ ხუთქულიანი დარჩა.

ამრიგად, „ალაზანი“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში პირველ ადგილზე 34 ქულით იმყოფება, მეორეადგილოსან „დიდუბეს“ 29 ქულა აქვს, შემდეგ კი „ცხინვალი-2“ მოდის 28 ქულით.

ხვალ მე-14 ტურის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება. „ალაზანისა“ და „დიდუბის“ კიდევ ერთი კონკურენტი გუნდი „ცხინვალი-2“ ღია ლიგის ბოლოადგილოსან ნინოწმინდის „ფარავანს“ სტუმრად ეთამაშება, შემდეგ ტურში კი, 25 ოქტომბერს, „ცხინვალი“ სწორედ გურჯანის „ალაზანს“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]