„მისი ტექნიკისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კილიანი ‘ოქროს ბურთის’ მოგებას იმსახურებს. ეს ეჭვგარეშეა. იტალიაში მბაპეს რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის ადარებენ. ვფიქრობ, მას დიდი ნიჭი და განსაკუთრებული თვისებები გააჩნია, რომელიც აქამდე არ მინახავს.“ - აღნიშნა 40 წლის ლეგენდად ქცეულმა იტალიელმა გოლკიპერმა.
ჯიჯი ბუფონის თქმით, 19 წლის კილიან მბაპე ნამდვილი ფენომენია და თუ განვითარებას ასეთ ტემპში გააგრძელებს, მწვერვალზე დიდი ხნის განმავლობაში იქნება.
აქვე შეგახენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 3 დეკემბერს გაიმართება. პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდოს მოგების წლევანდელი მთავარი კანდიდატი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახლავთ.