ლელა ჯავახიშვილმა (2475) და ბელა ხოტენაშვილმა (2469) პარტიები, შესაბამისად, დინა ბელენკაიასა (2329) და ელენა სემიონოვასთან (2263) მოიგეს, ნანა ძაგნიძე (2509) ანასტასია ბოდნარუკს (2423) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2482) – ევგენია ოვოდს (2363).
ფინალში, რომელიც 18 ოქტომბერს შედგება, „ნონას“ მეტოქე „მონტე კარლო“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ „უგრას“ 2.5:1.5 სძლია.
აქვე გეტყვით, რომ „მონტე კარლოს” ღირსებას უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2555), შვედი პია კრამლინგი (2465), პოლონელი მონიკა სოცკო (2451), ლიტველი დეიმანტე კორნეტე (2462) და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2414) იცავენ.