weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირანში ქალებს ფეხბურთზე დასწრება შესაძლოა ისევ აეკრძალოთ

14:33 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამად ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ქალების საფეხბურთო მატჩებზე დასწრება მიზანშეწონილი არაა. მონტაზერი 16 ოქტომბერს, თეირანში, „აზადის“ სტადიონზე გამართული ირანი-ბოლივიის ამხანაგურ შეხვედრაზე (2:1) დაახლოებით 100 ქალის დასწრებამ აღაშფოთა.

„ქალების სტადიონზე დასწრების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ. როდესაც ქალი მიდის სტადიონზე და იქ სპორტულ ფორმაში გამოწყობილ ნახევრადშიშველ მამაკაცებს ხედავს, ეს მას ცოდვისაკენ უბიძგებს. თუ ქალებს კიდევ დავინახავ სტადიონებზე, თეირანის პროკურორს მკაცრი სანქციებისკენ მოვუწოდებ.“ - აცხადებს ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ირანში ქალების სტადიონებზე დასწრება 1979 წლის ისლამური რევოულიის შემდეგ აიკრძალა, გასულ ზაფხულს კი ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ოფიციალურად დართო ქალბატონებს სტადიონებზე მისვლის უფლება, რაც შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]