როგორც ირკვევა, ნეიმარი „ბარსელონაში“ ყოფნის მსგავსად არც პარიზულ კლუბშია პირველ პოზიციაზე და ბოლო დროს კილიან მბაპეს ჩრდილშია მოქცეული.
ესპანური გაზეთი დარწმუნებულია, რომ „ბარსაც“ თანახმაა ნეიმარი უკან დაიბრუნოს, თუმცა ეს ყველაფერი ბევრ სირთულესთან ასოცირდება. მაგალითად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გაიღო და ბუნებრივია, გაცილებით მეტს მოითხოვს მასში. კატალონიური გრანდისთვის კი ასეთი თანხის გაღება მიზანშეწონილი არაა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონადან“ პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა, რისი მიზეზიც არაოფიციალური ინფორმაციით, ნეიმარის ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა დასახელდა, ბრაზილიის ნაკრების ლიდერს კი ამბიცია აქვს, მსოფლიოში პირველი იყოს.
გარდა ამისა, საფეხბურთო წრეებში ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ ნეიმარის „რეალში“ გადაბარგებაზე, რადგან ბევრი ქომაგისა და სპეციალისტის ვარაუდით, ბრაზილიელ ვარსკვლავს ორივე ესპანურ გრანდში სურდა თამაში და „ბარსელონადან“ სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ გავლით სურდა „რეალში“ გადასვლა.