weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინალში ტექნიკური წაგების გამო „ნონა“ ვერცხლის მედლებს დასჯერდა

10:10 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში „მონტე კარლოსთან“ ფრედ ითამაშა, თუმცა ტურნირის წესებიდან გამომდინარე ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

გადამწყვეტ შერკინებაში ნანა ძაგნიძე (2509) შავი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან (2555) დამარცხდა, ნინო ბაციაშვილმა (2482) თეთრებით შვედ პია კრამლინგს (2465) მოუგო, ლელა ჯავახიშვილი (2475) პოლონელ მონიკა სოცკოს (2451) დაუზავდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა (2469) ყაიმი ლიტველ დეიმანტე კორნეტესთან (2462) გააფორმა.

ევროპის პირველობის რეგლამენტის მიხედვით, ჩემპიონად „მონტე კარლო“ გამოცხადდა, საქმე ის გახლავთ, რომ ფინალში ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვება იმ გუნდს ენიჭებოდა, რომლის წარმომადგენელიც უფრო მაღალ დაფაზე იმარჯვებდა. შესაბამისად, გადამწყვეტი მუზიჩუკის ძაგნიძესთან მოგება აღმოჩნდა. შედეგად, „მონტე კარლო“, რომელიც ამჯერად ჩინელი ჰოუ იფანის გარეშე ირჯებოდა, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა, ამ მხრივ კი, მე-2 ადგილზე სწორედ „ნონა“ გახლავთ, რომელსაც შეჯიბრი 3-ჯერ მოუგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]