ვეტერანი ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში „პისტონზმა“ მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
დეტროიტელებს მორიგი მატჩი 21 ოქტომბერს ელით, როდესაც „ჩიკაგო ბულზს“ ესტუმრებიან.
წარუმატებელი გამოდგა ლებრონ ჯეიმსის დებიუტი „ლეიკერსში“, რადგან პორტლენდის „ტრეილ ბლეზერსმა“ ლოს ანჯელესელები შინ 128:119 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა პორტლენდელმა დემიენ ლილარდმა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსმა კი თავის გუნდს 26 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.