weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში 2 ივლისს ახმეტაში გაიმართება

10:43 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

Dappers Club Georgia-ს ინიციატივით, 2 ივლისს ახმეტა ფიგურულ სლალომში კახეთის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ავტოშეჯიბრება ახმეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.

ფიგურული სლალომი წრიულ რბოლასა და სამ კლასში (წინა, უკანა და კვადრო) ასპარეზობას მოიცავს. შეჯიბრი სამოყვარულო დონისაა, ამიტომ სამივე კლასში დაიშვება მხოლოდ ავტომობილი, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს ქარხნულ სტანდარტებს. ავტომობილი რომელიც იქნება დადუგული, დაშლილ მდგომარეობაში (მოხსნილი სავარძლები, მოხსნილი ბამპერები, ფარები და ა.შ), ექნება გაზრდილი მოხვევის კუთხე, ჰიდრო მუხრუჭი და სხვა მსგავსი დამატებითი სპორტული დეტალი, შეჯიბრზე არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება ავტომობილი, რომელსაც ეყენება სლიკი ან ნახევრად სლიკის ტიპის საბურავი. რაც შეეხება პროფესიონალთა კლასს, იმ შემთხვევაში თუ ამ კლასში იქნება რვაზე მეტი მსურველი, შეჯიბრს დაემატება აღნიშნული კატეგორია.

რეგისტრაცია დღეს, 15 ივნისს იწყება და 25 ივნისს დასრულდება. რეგისტრაციის ღირებულება 30 ლარია, 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით - 40 ლარი და შეჯიბრის დღეს მის დაწყებამდე - 50 ლარი.

სამივე კლასში გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცემათ. ასევე პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს 50 ლიტრი ბენზინი. მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს - ზეთის ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - ავტოკოსმეტიკის ნაკრები. პროფესიონალთა კლასის არსებობის შემთხვევაში პრიზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]