weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

18 წლის ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია

10:32 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

ქართველი ძიუდოკა ლაშა ბექაური (90 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 18 წლის ბექაურმა ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირის ფინალში იაპონელი სანშირო მურაო 37 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ლაშა ბექაურმა 4 გამარჯვება იზეიმა: კანადელ ბემჯამინ კენდრიკს ვაზარი აართვა, ლატვიელი ემილს გერკენსი იპონით დაჯაბნა, იაპონელ კოსუკე მაშიამასთან ყველაზე რთული შერკინება გადაიტანა, ნახევარფინალში კი სერბ დარკო ბრასნიოვიჩი ვაზარიზე ორჯერ დააგდო.

იგივე დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა ლუკა მაისურაძემ (81 კგ), რომელმაც საწყის წრეებში მექსიკელი ფრაისერ ტინტოსი და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი, შესაბამისად, იპონითა და ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უნგრელ რობერტ რაიკაისთან იპონითვე წააგო. რეპეშაჟში მაისურაძემ თანაგუნდელ ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს შერკინებაში - ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]