weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბა კვერკველიამ რუსეთში გამარჯვების გოლი გაიტანა

10:57 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლოკომოტივმა“ „როსტოვს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი, როდესაც ანგარიში ფრე იყო, საქართველოს ნაკრების წევრმა სოლომონ (საბა) კვერკველიამ გაიტანა.

მეორე ტაიმში, კერძოდ, მე-60 წუთზე მოსკოველ „რკინიგზელთა“ ქართველმა დაცვის ბურჯმა კუთხურის გათამაშების შემდეგ წინ გაიყვანა „ლოკომოტივი“ - თანაგუნდელმა „მაკრატელა“ დარტყმით სცადა გატანა, მეკარემ აუღო, მოგერიებულს კი ქართველმა დაამატა. კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

კვერკველიასთვის ეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით კლუბში ჩატარებულ მე-14 შეხვედრაში (11 პრემიერ ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 რუსეთის სუპერ თასზე) და პირველი გოლი გახლდათ.

ამ მოგებით მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოისწორა და მე-4 პოზიციაზე აღზევდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]