weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

10:13 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) შარშან პარიზში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მორიგ წარმატებას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია.

პეტრიაშვილის უმთავრესი მეტოქე თურქი თაჰა აქგული, რომელსაც ქართველმა ფალავანმა გასული წლის ფინალში სძლია, ამჯერად მეოთხედფინალში დამარცხდა და პეტრიაშვილის უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა.

პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ ფარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს 13:6 მოუგო. ფინალში გენოს პირისპირ ჩინელი ჟივეი დენი დადგა, თუმცა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ქართველმა ფალავანმა აზიელს აუღელვებლად – 6:0 სძლია.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]