weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაიკონენმა გამარჯვება ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა

10:45 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

ლუის ჰამილტონის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონობა, რომლის აღნიშვნასაც „მერსედესი“ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში აპირებდა, მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო, რადგან ამერიკის დიდი პრიზის რბოლა „ფერარის“ ვეტერანმა კიმი რაიკონენმა მოიგო, ჰამილტონი კი მესამე ადგილს დასჯერდა.

შესანიშნავად იასპარეზა „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა, რომელმაც სტარტი მე-18 ადგილიდან აიღო (რბოლის წინ გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, რის გამოც 5 პოზიცია დაკარგა) და ბოლოსწინა წრეზე ჰამილტონის მძაფრი შეტევის მოგერიებაც მოახერხა. იგი მეორეზე გავიდა, ჰამილტონის მთავარმა კონკურენტმა და მიმდინარე ჩემპიონატის მადევარმა, სებასტიან ფეტელმა კი მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.

კიმი რაიკონენისთვის ეს კარიერაში მოგებული 21-ე რბოლაა. 39 წლის ფინელი პილოტისთვის კი ეს გამარჯვება ავსტრალიის 2013 წლის დიდი პრიზის მოგების შემდეგ პირველია. მაშინ იგი „ლოტუსის“ ბოლიდით ასპარეზობდა. მელბურნსა და ოსტინს შორის, მან მოგების გარეშე 113 რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი, დისტანცია 308.896 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 1:34:18.643

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 1.281

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, „მერსედესი“) 2.342

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 18.222

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 24.744

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1:27.210

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1:34.994

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1:39.288

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1:40.657

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1:41.080

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 2 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 25 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 48 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 54 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 55 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:37.392, მე-40 წრე

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 346 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 276
  3. კიმი რაიკონენი - 221
  4. ვალტერი ბოტასი - 217
  5. მაქს ფერსტაპენი - 191
  6. დანიელ რიკარდო - 146
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 61
  8. კევინ მაგნუსენი - 55
  9. სერხიო პერესი - 54
  10. ესტებან ოკონი - 53
  11. ფერნანდო ალონსო - 50
  12. კარლოს საინსი - 45
  13. რომენ გროჟანი - 31
  14. პიერ გასლი - 28
  15. შარლ ლეკლერი - 21
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. ლანს სტროლი - 6
  18. მარკუს ერიკსონი - 6
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე გუნდური ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 563 ქულა
  2. ფერარი - 497
  3. რედ ბული - 337
  4. რენო - 106
  5. ჰაასი - 86
  6. მაკლარენი - 58
  7. ფორს ინდია - 48
  8. ტორო როსო - 30
  9. ზაუბერი - 27
  10. უილიამსი - 7

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]